''6-7 აგვისტოს პირველი შეტაკებები როდესაც დაიწყო, ქართული სოფლები ნიქოზი და ერედვი მშვიდობიანი მოსახლეობით იყო სავსე. ვერავის წარმოედგინა, რომ ორ დღეში რუსების აურაცხელი ტანკი, უთვალავი ჯარისკაცი და ჰაერსაწინააღმდეგო თვითმფრინავები ამ სოფლებს მიწასთან გაასწორებდა. ერედვი ეს ის სოფელია, რომელიც პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს და 16 წლის მანძილზე იგერიებდა ოს სეპარატისტებს. ამდენი ხნის შენახული სოფელი განადგურდა და რუსებს ჩაუვარდათ ხელში.''
ქარელში ჩამოგდებულ ბომბებს, ერთი ვერსიით პილოტის შეცდომას აბრალებდნენ, რომელსაც ქარელი და ერედვი ერთმანეთში აერია. ''
''[მომზადებულია ქართულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით] ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი კონფლიქტის ზონიდან იუწყება. მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელი ერედვი რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ დაიბომბა. ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 20-მდე მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული. ამის შესახებ ”პირველს” კონფლიქტის ზონიდან აცნობეს. წყაროს ინფორმაციით, ერედვზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მიიტანეს იერიში. ამ დროისთვის გორის მიმდებარე სოფლებში სროლის ხმა კვლავ ისმის.'' |
სეპარატისტებმა მთლიანად გადაწვეს გმირი სოფელი ერედვი. ეს ის ერედვია, რომელსაც ეუთო-ს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ”ქართული ბასტილია” უწოდა. აგრესორების პირველი იერიშები ხომ სწორედ, ერედვზე მიდიოდა ხოლმე. ერედვის გარდა, განადგურდა პატარა ლიახვის ხეობის სოფლები.''
'' ერედვში რუსული შტაბია
რაც შეეხება პატარა ლიახვის ხეობის მაღალმთიან ქართულ სოფლებს. ამ ხეობაში სიცოცხლე პრაქტიკულად ჩამკვდარია. ხეობიდან ქართული მოსახლეობა ამჟამად გამოდევნილია და პატარა ლიახვის მიწასთან გასწორებულ ყველაზე დიდ ქართულ სოფელ ერედვში ამჟამად ერთ-ერთი რუსული შტაბია მოწყობილი. ამ ხეობაში განლაგებულ რუსულ ჯარს, სოფელ ზონკარში მყოფი რუსული სამხედრო ბაზაც უმაგრებს ზურგს.''

Комментариев нет:
Отправить комментарий