среда, 19 мая 2010 г.

რას წერდა პრესა ომის დროს

       ''6-7 აგვისტოს პირველი შეტაკებები როდესაც დაიწყო, ქართული სოფლები  ნიქოზი და ერედვი მშვიდობიანი მოსახლეობით იყო სავსე. ვერავის წარმოედგინა, რომ ორ დღეში რუსების აურაცხელი ტანკი, უთვალავი ჯარისკაცი და ჰაერსაწინააღმდეგო თვითმფრინავები ამ სოფლებს მიწასთან გაასწორებდა. ერედვი ეს ის სოფელია, რომელიც პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს და 16 წლის მანძილზე იგერიებდა ოს სეპარატისტებს.  ამდენი ხნის შენახული სოფელი განადგურდა და რუსებს ჩაუვარდათ ხელში.''
     ''  გორის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ ავიაგამანადგურებლებიდან დაბომბვა განხოციელდა. როგორც თვითმხილველებმი აცხადებენ, გორის თავზე 5 წუთის განმავლობაში ავიაგამანადგურებლები დაფრინავდნენ, რომლებმაც ორი ბომბი გორის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთებში ჩამოაგდეს.
წყაროს ცნობით, დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობაში პანიკაა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ავიაგამანადგურებლებმა ორი ბომბი ქარელშიც ჩამოაგდეს.
    ქარელში ჩამოგდებულ ბომბებს, ერთი ვერსიით პილოტის შეცდომას აბრალებდნენ, რომელსაც ქარელი და ერედვი ერთმანეთში აერია. ''
      


''[მომზადებულია ქართულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით]
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელი ერედვი რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ დაიბომბა.
ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი კონფლიქტის ზონიდან იუწყება. მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 20-მდე მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული.
ამის შესახებ ”პირველს” კონფლიქტის ზონიდან აცნობეს.
წყაროს ინფორმაციით, ერედვზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მიიტანეს იერიში. ამ დროისთვის გორის მიმდებარე სოფლებში სროლის ხმა კვლავ ისმის.''
          ''თვითმხილველთა განცხადებით, ერთ დროს აყვავებული სამაჩაბლოს როგორც ქართული, ასევე, ოსური სოფლებისგან, ამჟამად, მხოლოდ ნახანძრალებია დარჩენილი.
სეპარატისტებმა მთლიანად გადაწვეს გმირი სოფელი ერედვი. ეს ის ერედვია, რომელსაც ეუთო-ს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ”ქართული ბასტილია” უწოდა. აგრესორების პირველი იერიშები ხომ სწორედ, ერედვზე მიდიოდა ხოლმე. ერედვის გარდა, განადგურდა პატარა ლიახვის ხეობის სოფლები.''


  ''  ერედვში რუსული შტაბია
რაც შეეხება პატარა ლიახვის ხეობის მაღალმთიან ქართულ სოფლებს. ამ ხეობაში სიცოცხლე პრაქტიკულად ჩამკვდარია. ხეობიდან ქართული მოსახლეობა ამჟამად გამოდევნილია და პატარა ლიახვის მიწასთან გასწორებულ ყველაზე დიდ ქართულ სოფელ ერედვში ამჟამად ერთ-ერთი რუსული შტაბია მოწყობილი. ამ ხეობაში განლაგებულ რუსულ ჯარს, სოფელ ზონკარში მყოფი რუსული სამხედრო ბაზაც უმაგრებს ზურგს.''